|
დასახელება:
უსაფრთხოების თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
ატმია სტუდენტ ჰოსტელ
|
|
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 02 მარტი
|
"ატმია სტუდენტ ჰოსტელ" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი, თამარ მეფის გამზირი N1
სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათი
ხელფასი: 850 ლარი (ხელზე)
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** შიდა წესების, დისციპლინისა და ორგანიზაციის ეთიკური სტანდარტების დაცვა;
** სტუდენტური საცხოვრებლის უსაფრთხოების კონტროლი, ობიექტზე მყოფი პერსონალის, სტუდენტების, სტუმრებისა და მატერიალური ფასეულობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** შესასვლელების და ეზოს მუდმივი კონტროლი გრაფიკის შესაბამისად;
** არასასურველი პირების ობიექტზე შეღწევის პრევენცია;
** საეჭვო ქცევის ან ინციდენტის აღმოჩენისას დროული რეაგირება, დაფიქსირება და ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და სანდოობა;
** სტრესულ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნებისა და სწრაფი რეაგირების უნარი;
** ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: atmiahostelbatumi@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 568 12 22 14
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"ატმია სტუდენტ ჰოსტელ" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|