|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ჰოლდინგ.ჯი
|
|
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 02 მარტი
|
"Holding.ge" წარმოადგენს წამყვანი ქართული კომპანიების გაერთიანებას, რომლებიც ინოვაციურად და წარმატებით ოპერირებენ ქვეყნის ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა: რითეილი, დისტრიბუცია, ლოგისტიკა, ტურიზმი და HoReCa სექტორი.
"Holding.ge"-ს თანამფლობელობაში შემდეგი კომპანიებია: "დეილი ჯგუფი", "რითეილ ლოგისტიკა", "ფუდსერვის დისტრიბუცია", ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანა - "ვაკე", ტურისტული კომპანია "ვია თრეველი", ზოო მაღაზიათა ქსელი "ურბან თეილსი", სასტუმრო "ყვარლის ტბა" და "ყვარლის ბაღები".
"Holding.ge" ჰოლდინგში შემავალი კომპანიებისთვის აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 სთ-17:00 სთ
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass-ის შეთავაზებას
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას
ძირითადი მოვალეობები:
** მარკეტინგული მომსახურებების (მიღებული და გაცემული) აღრიცხვა, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და დადასტურება, ბუღალტრული ასახვა
** კლიენტების ვადაგადაცილებული დავალიანებების დათვლა, კონტროლი და ყოველდღიური რეპორტინგი
** დებიტორების ბარათების გასწორება და მუდმივი მონიტორინგი
** შედარების აქტების მომზადება და კლიენტებთან ყოველდღიური შედარების პროცესის წარმოება
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა, სისტემატიზება და არქივირება
** კომპანიის საბუღალტრო ოპერაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ბუღალტერიის საბაზისო დონეზე ცოდნა
** სასურველია სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია სააღრიცხვო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@holding.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი"
თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება Holding.ge-ს მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელფოსტაზე vacancy@holding.ge შეტყობინების გაგზავნის გზით.
კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|