|
დასახელება:
ფინანსური ხარჯების კონტროლიორი
|
| მომწოდებელი:
გიკა 047
|
|
გამოქვეყნდა: 31 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
"გიკა 047" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ხარჯების კონტროლიორის პოზიციაზე.
კომპანია "გიკა 047" ეძებს ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საოპერაციო და ფინანსური მონაცემების გამართულ მუშაობას. პოზიცია მოიცავს POS სისტემის მართვას, მარაგების კონტროლს და ფინანსური ანგარიშგების მომზადებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მარაგების კონტროლი: ყოველდღიური შესყიდვებისა და სასაქონლო ზედნადებების აღრიცხვა; პროგრამული და ფიზიკური ნაშთების მუდმივი მონიტორინგი და თანხვედრის უზრუნველყოფა.
** მონაცემთა მართვა: POS სისტემაში პროდუქციის, ფასებისა და ტექნიკური ბარათების (რეცეპტურების) შეყვანა და სისტემატური განახლება.
** პლატფორმების ადმინისტრირება: Glovo-ს და სხვა გარე გაყიდვების პლატფორმების სრული მართვა და მონაცემთა სინქრონიზაცია.
** ინვენტარიზაცია: პერიოდული აღწერების დაგეგმვა, პროცესზე დასწრება და შედეგების ანალიზი.
** ფინანსური რეპორტინგი: ყოველკვირეული და ყოველთვიური ანალიტიკური რეპორტების მომზადება (გაყიდვები, თვითღირებულება, მოგება).
** საოპერაციო კონტროლი: შემოსული საქონლისა და ზედნადებების ყოველდღიური შედარება; გადახდების მომზადება და კონტროლი მიღებული პროდუქციის საფუძველზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების) ან/და შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.
** Microsoft Office (Word, Excel) კარგ დონეზე ცოდნა.
** ანალიტიკური აზროვნება და ციფრებთან მუშაობის უნარი.
** საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ კანდიდატებს, ვთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე/CV ელექტრონულ მისამართზე - 047.bakery@gmail.com და დანიშნულების ველში მიუთითოთ `ფინანსური ხარჯების კონტროლიორი`.
|
|
|
|