Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Genoise
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
"Genoise" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ: <"Genoise" არის პრემიუმ ბულანჟერია-საკონდიტრო თბილისში, სადაც ფრანგული გემოვნება ხვდება თანამედროვე ესთეტიკას. ჩვენ ვქმნით ემოციურ გამოცდილებას მომხმარებლისთვის — ვიზუალური შთაბეჭდილებიდან დაუვიწყარ გემომდე.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** კომფორტულ, თანამედროვე სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
** მეგობრულ და თბილ გუნდურ ატმოსფეროს

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა #15
სამუშაო განაკვეთი: 08:00-22:30 დღე მონაცვლეობით (შესვენება 1 საათი) 26, 5 საათი ზეგანაკვეთური
ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი

შენი პასუხისმგებლობები იქნება:

** მომხმარებლების მომსახურება და პროდუქციის რეკომენდაცია
** ინფორმაცია ასორტიმენტზე, ფასებზე და ალერგენებზე
** ვიტრინისა და პროდუქციის ვიზუალური სტანდარტების დაცვა
** გაყიდვების სტიმულირება და შეთავაზებების გაკეთება
** მიწოდების სერვისის შეკვეთების მომზადება
** სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა

ვინ გვჭირდება:

** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** კარგი კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი

რაც გამოგარჩევს:

კარგი კომუნიკაციის უნარი, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თვენი რეზიუმე მეილზე info@genoise.org და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე