Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698179&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: Genoise
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
"Genoise" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ: "Genoise" არის პრემიუმ ბულანჟერია-საკონდიტრო თბილისში, სადაც ფრანგული გემოვნება ხვდება თანამედროვე ესთეტიკას. ჩვენ ვქმნით ემოციურ გამოცდილებას მომხმარებლისთვის — ვიზუალური შთაბეჭდილებიდან დაუვიწყარ გემომდე.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** კომფორტულ, თანამედროვე სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
** მეგობრულ და თბილ გუნდურ ატმოსფეროს

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა #15
სამუშაო განაკვეთი: 08:30-22:30 (დღე მონაცვლეობით, შესვენება 2, 5 საათი - 11:30-12:30 & 16:00-17:30 თვეში მაქს.176 სამუშაო საათი, )
ანაზღაურება: 1300 ლარი + ბონუსი

შენი პასუხისმგებლობები იქნება:

** გაყიდვების გეგმის შესრულება და მოგების ზრდა
** ასორტიმენტის, აქციებისა და ფასების მართვა
** მომხმარებლის გამოცდილებისა და ხარისხის კონტროლი
** გუნდის მართვა, ცვლების დაგეგმვა და ტრენინგი
** მარაგების, შეკვეთებისა და სალაროს კონტროლი
** მიტანის სერვისებთან მუშაობა (Glovo, Wolt, Bolt)
** ყოველკვირეული რეპორტინგი დირექტორთან

ვინ გვჭირდება:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესი, კვება ან მსგავსი)
** მინ. 2 წლიანი გამოცდილება ფილიალის ან ქსელის მართვაში
** Excel / Word-ის ცოდნა
** ინგლისური და რუსული - მინ. B1 დონეზე

რაც გამოგარჩევს:

ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და ძლიერი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თვენი რეზიუმე მეილზე info@genoise.org და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია