|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
კაფე-რესტორანი სტრადა
|
|
გამოქვეყნდა: 31 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "სტრადა"-ს მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://www.stradacafe.ge/
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 (ექვსი) თვიანი გამოცდილება;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა B კატეგორია.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის კუთვნილი ობიექტების პროდუქციით მომარაგება ყოველდღიურად;
** კომპანიისთვის საჭირო ნივთებით/პროდუქტებით მომარაგება გარკვეული პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელის მითითებით და მასთან შეთანხმებით;
** კრიტიკული სიტუაციის არსებობისას ხელმძღვანელი პირების დროულად ინფორმირება პრობლემის ოპტიმალურ ვადებში მოგვარების მიზნით.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მძღოლი წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|