Робота для біженців з України
შოურუმის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შოურუმის მენეჯერი
მომწოდებელი: სისიემეი გრუპი
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
"სისიემეი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ლოკაცია: ქ. თბილისი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების კონტროლი;
** შოურუმში წესრიგის კონტროლი და მიწოდებული ინსტრუქციის შესაბამისად ინტერიერის განლაგება;
** დარბაზში პროდუქციის სრული ასორტიმენტის წარმოდგენის და სიცარიელის დროულად შევსების კონტროლი;
** საწყობში ნაშთების მუდმივი კონტროლი;
** შოურუმში არსებული პროდუქციის პერიოდული აღწერა;
** დეფექტური პროდუქციის შესახებ ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** თანამშრომლებისთვის გეგმის მიცემა და მათი კონტროლი;
** მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის პროგრამულად მიღება და მარაგების დასაწყობება / მონიტორინგი;
** შოურუმის შეუფერხებლად მუშაობის პროცესის უზრუნველყოფა;
** შოურუმის დროულად გახსნა/დახურვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ფილიალის ან შოურუმის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის (B2-C1) ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@ccma-group.com. სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე