|
დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Tourinvest Group
|
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსია მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა
მარკეტინგის მენეჯერი პასუხისმგებელია "ტურინვესტ ჯგუფის" ფარგლებში არსებული ბიზნეს ერთეულების მარკეტინგული და საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვასა და მართვაზე.
პოზიციის მიზანია ცნობადობის გაზრდა, გაყიდვების მხარდაჭერა და ციფრული არხების ეფექტიანი გამოყენებით ბიზნეს შედეგების გაუმჯობესება, კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან თანხვედრაში.
პოზიცია მოიცავს შიდა გუნდებთან და გარე პარტნიორებთან თანამშრომლობას, ასევე მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას განსაზღვრული პასუხისმგებლობების ფარგლებში.
ძირითადი მოვალეობები:
** მარკეტინგული და PR სტრატეგიის შემუშავება და მისი მართვა;
** კომპანიის ვებგვერდისა და სოციალური მედიის არხებისთვის ვიზუალური და ტექსტური კონტენტის დაგეგმვა, შექმნა და მართვა;
** ციფრული მარკეტინგის დაგეგმვა და მართვა გაყიდვების გასაზრდელად;
** სარეკლამო სააგენტოებთან, მარკეტინგულ კომპანიებთან, სტამბებთან და სხვა გარე პარტნიორებთან კომუნიკაცია და პროცესების მართვა;
** სარეკლამო მასალების ხარისხიანად და დროულად მომზადების უზრუნველყოფა;
** პრეზენტაციების, ღონისძიებებისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** ახალი პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება, შედეგების ანალიზი და შემდგომი ქმედებების დაგეგმვა;
** მომხმარებლის კმაყოფილების მონიტორინგი;
** ბაზრის, კონკურენტებისა და მარკეტინგული ტრენდების მუდმივი მონიტორინგი;
** ელექტრონული კომერციის განვითარების მხარდაჭერა;
** მარკეტინგული აქტივობების ეფექტურად დაგეგმვა და განხორციელების მიზნით, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით.
პროფესიული ცოდნა და უნარები:
** Google Ads, Google Analytics, Yandex Direct, Yandex Metric, Meta Business Suite & AD Manager, LinkedIn Campaign Manager, SEO/SEM/SMO-თან მუშაობის გამოცდილება
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა (სხვა პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** თანამედროვე მარკეტინგული ტრენდებისა და ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა.
ენების ცოდნა: ინგლისური ენა - თავისუფლად
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო საათები: 09:30-დან 18:30 საათამდე
** ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გამოირჩევა:
** კრეატიულობით;
** დროის დაგეგმვისა და მართვის უნარით;
** ანალიტიკური აზროვნების უნარით;
** კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარით;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** პროფესიული განვითარების სურვილით.
ბენეფიტები:
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, ეფორია სპაში;
** 50%-იანი ფასდაკლება Hampton by Hilton Batumi-ის ლობი ბარში;
** 70%-იანი ფასდაკლება ბათუმის საბაგირო გზაზე "არგო";
** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში.
კომპანიის შესახებ
"ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და განახორციელა 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას, სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას, ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას, ასევე საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას.
ჯგუფი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა Hilton და Hampton by Hilton.
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"ტურინვეტს ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|