Робота для біженців з України
კონტენტის კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტის კრეატორი
მომწოდებელი: Georgian Realtors Group
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
უძრავი ქონების სააგენტო "Georgian Realtors Group" ეძებს კონტენტის კრეატორს, რომელიც შექმნის ვიზუალურ და ტექსტურ კონტენტს ჩვენი ობიექტებისთვის და იმუშავებს შედეგზე, არა უბრალოდ "პოსტებზე".

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავი ქონების ობიექტების ფოტო/ვიდეო გადაღება (ტელეფონით ან კამერით)
** მოკლე ვიდეოების/Reels/Stories გადაღება
** ფოტო და ვიდეო მასალის მონტაჟი
** აღწერების, ტექსტების და სათაურების დაწერა
** კონტენტის განთავსება სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, TikTok)
** კონტენტის გეგმის დაცვა და ვადებში მუშაობა
** შედეგზე ორიენტირებული მუშაობა (ხედვები, ჩართულობა, ლიდები)

მოთხოვნები:

** კონტენტის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება
** ფოტო/ვიდეო გადაღების უნარი და გამოცდილება
** მონტაჟის საბაზისო ცოდნა (CapCut/Premiere/VN ან მსგავსი)
** ვიზუალური გემოვნება და კრეატიული აზროვნება
** პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ვადების დაცვა (ეს კრიტიკულია)

უპირატესობად ჩაითვლება:

** უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** კამერით გადაღების გამოცდილება
** SMM გამოცდილება

ვთავაზობთ:

** სტაბილურ ფიქსირებული ანაზღაურება+ბონუსი შესრულებული სამუშაოს შედეგებიდან
** მკაფიო დავალებებს და წესებს
** რეალურ გავლენას სააგენტოს ბრენდზე
** გრძელვადიან თანამშრომლობას ზრდის პერსპექტივით

დაინტერესებულებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: zmargoshvili@gmail.com და თქვენი ნამუშევრების მაგალითები (ლინკი / ფაილი)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე