|
დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მისტერ მასტერი
|
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
კომპანია "მისტერ მასტერი" 16 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე სტაბილურად ოპერირებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო და კომუნალურ სერვისებს - 24/7, ყოველდღე.
ჩვენი საქმიანობის შესახებ, მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე:
http://mrmaster.ge
https://www.facebook.com/mrmaster.ge
"მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე!
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება მარკეტინგის, მარკეტინგული კომუნიკაციების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
მოვალეობები:
** კომპანიის მარკეტინგული აქტივობების, გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნებისა და სტრატეგიების ჩამოყალიბება;
** მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და განვითარება;
** კომპანიის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და მართვა;
** კომპანიის ვებ გვერდის მართვა;
** დიზაინერებთან ურთიერთობა;
** გაყიდვების მასტიმულირებელი აქციების დაგეგმვა - მართვა;
** კომპანიის სტანდარტიდან გამომდინარე მარკეტინგული დამხმარე მასალების ორგანიზება;
** მომხმრებლების ლოიალურობის წამახალისებელი აქციების წარმართვა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება და ყოველთვიური რეპორტინგი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
** ფიქსირებული ანაზღაურება + პრემია -კვარტალური, KPI-ის შესრულებიდან გამომდინარე;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
უნარები:
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** განვითარებასა და შედეგებზე ორიენტირებული;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@mrmaster.ge, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მარკეტინგის მენეჯერი).
შპს "404"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "404"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
|
|
|
|