|
დასახელება:
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - 2
|
| მომწოდებელი:
Geosafety
|
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია "Geo Safety" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: კვირა, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი 9:00-18:00
სამუშაო ადგილი: აბასთუმნის მუნიციპალიტეტი
ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები)
ვაკანსიის რაოდენობა: 2
ფუნქცია-მოვალეობები:
** შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ობიექტის რეგულარული მონიტორინგი;
** საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკის შეფასების დოკუმენტის წარმოება პარტნიორი კომპანიებისთვის;
** პარტნიორი კომპანიის დასაქმებულებისთვის პერიოდული სწავლება/ინსტრუქტაჟების ჩატარება.
** პარტნიორი კომპანიების შრომის უსაფრთხოების სისტემის მონიტორინგის და რეპორტების წარმოება;
** შემდგარი და არ შემდგარი ინციდენტების მოკვლევა, სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი რეაგირება ანალოგიური შემთხვევის პრევენციის მიზნით;
** ადგილობრივ სახელმწოფო ზედამხედველობის სამსახურებთან თანამშრომლობა;
** სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების მიმართულებით კონსულტაციის გაწევა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი/დიპლომი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე, სულ მცირე, 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Office;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დროის სწორად მართვის უნარი
** პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე, რომელიც მოცულობით იქნება 50 სიტყვაზე მეტი, ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@geosafety.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
კომპანია "Geo Safety "-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "Geo Safety"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური.
|
|
|
|