Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - 1
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - 1
მომწოდებელი: Geosafety
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია "Geo Safety" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი 9:00-18:00
სამუშაო ადგილი: აბასთუმნის მუნიციპალიტეტი
ანაზღაურება: 1700 (ხელზე ასაღები)
ვაკანსიის რაოდენობა: 2

ფუნქცია-მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ობიექტის რეგულარული მონიტორინგი;
** საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკის შეფასების დოკუმენტის წარმოება პარტნიორი კომპანიებისთვის;
** პარტნიორი კომპანიის დასაქმებულებისთვის პერიოდული სწავლება/ინსტრუქტაჟების ჩატარება.
** პარტნიორი კომპანიების შრომის უსაფრთხოების სისტემის მონიტორინგის და რეპორტების წარმოება;
** შემდგარი და არ შემდგარი ინციდენტების მოკვლევა, სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი რეაგირება ანალოგიური შემთხვევის პრევენციის მიზნით;
** ადგილობრივ სახელმწოფო ზედამხედველობის სამსახურებთან თანამშრომლობა;
** სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების მიმართულებით კონსულტაციის გაწევა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი/დიპლომი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე, სულ მცირე, 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Office;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დროის სწორად მართვის უნარი
** პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე, რომელიც მოცულობით იქნება 50 სიტყვაზე მეტი, ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@geosafety.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კომპანია "Geo Safety"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "Geo Safety"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე