Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698126&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: Armani Exchange
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
მსოფლიო მოდის ინდუსტრიის პრემიუმ ბრენდი "Armani Exchange" ეძებს ფილიალის მენეჯერს ისთ ფოინთში.

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** სამუშაო ადგილი: ისთ ფოინთი
** ანაზღაურება: 1700 + ბონუსი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გუნდის მართვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
** ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა ეფექტიანი მართვის, ზედამხედველობისა და მათი დატრენინგების გზით დასახული მიზნების მიღწევა;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა, სალაროს და ნაშთების კონტროლი;
** მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
** ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა;
** გაყიდვების ანალიზი და გაყიდვების ზრდის მექანიზმების დანერგვა;
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა;
** სხვა შესაბამისი მოვალეობები მაღაზიის მართვის საჭიროებებიდან გამომდინარე;

გამოცდილება, განათლება და უნარებიL

** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, აუცილებელია პრემიუმ ბრენდებისა და საცალო გაყიდვების მიმართულებით (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარი);
** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების ცოდნა;
** მიმდინარე მოდის ტენდენციების, ვიზუალური მერჩენდაიზინგისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგისა ან კომუნიკაციების მიმართულებით;
** ლიდერული უნარ-ჩვევები და გუნდის მართვის უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება POS პროგრამულ უზრუნველყოფაში (RetailPro) და Microsoft-ის პროგრამების ცოდნა;
** მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციებისთვის SOP-ების შექმნის ცოდნა და უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ფილიალის მენეჯერი - Armani Exchange".

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია