|
დასახელება:
საქვაბისა და ელ. ქვესადგურის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ბარამბო
|
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საქვაბისა და ელ. ქვესადგურის ოპერატორის პოზიციაზე. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები, საჭირო კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები:
ძირითადი მოვალეობები:
** საქვაბის (ორთქლის ქვაბისა და წყალგამაცხელებლების) მომსახურება;
** ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველყოფა განსაზღვრულ უბნებზე;
** მაცივრების და ჩილერების ოპერირება და საფრთხის შემცველი მდგომარეობის აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
** გათბობა-გაგრილებების სისტემების (AHU) ჩართვა-გამორთვა;
** შრომისა და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საქვაბის და ელ. ქვესადგურის მუშაობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** წინსვლისა და განვითარებისკენ სწრაფვა.
სამუშაო ადგილი: ნატახტარი
გრაფიკი: 24 საათი, 3 დღეში ერთხელ
თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge. წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ბარამბო" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|