Робота для біженців з України
ავტოპარკის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოპარკის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: დაფნა
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ვაკანსიის დასახელება: ავტოპარკის უმცროსი სპეციალისტი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 28.02.2026
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი ტრანსპორტისთვის ავტო ნაწილების შეძენა;
** ავტომანქანების გამართულობის შემოწმება, და საჭიროების შემთხვევაში მისი ტექნიკურად გამართვა/დაქოქვა-ამუშავების უზრუნველყოფა;
** სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში დროული მიყვანა ავტო სერვისში შესაკეთებლად;
** კომპანიის ავტომანქანების მდგომარეობის პერიოდული შემოწმება;

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება ან/და ტექ. სასწავლებელი;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე ერთ წლიანი გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე