Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698065&print=yes&view=jobs
 
უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
"PSP Pharma", ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.

დღეს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 350-ზე მეტი აფთიაქით წარმოდგენილი კომპანია ყოველთვიურად 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"PSP Pharma" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** აფთიაქის ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების კონტროლი
** საეჭვო სიტუაციების პრევენცია და დროული რეაგირება
** კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანი მართვა
** ქურდობისა და სხვა დარღვევების პრევენცია
** აფთიაქის თანამშრომლებთან კოორდინაცია
** საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების სამსახურთან კომუნიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** სასურველია დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ყურადღებიანი და დაკვირვებული
** თავშეკავებული და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის კარგი უნარი

სამუშაო პირობები:

** ჩვენ გთავაზობთ თქვენზე მორგებულ განრიგს არჩევით, (8 საათი X 5 სამუშაო დღე ან 12 საათი X 3 სამუშაო დღე)
** ანაზღაურება - 1200 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 6 თებერვალი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია