|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
EBIT Group
|
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
კომპანია "ებიტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე პარტნიორი კომპანიისათვის
ანაზღაურება: 4000-5000 ლარი
სამუშაო ადგილი: თბილისი, 4 თვეში რელოკაცია წეროვანში
ინდუსტრია: წარმოება
სამუშაო ფორმატი: საოფისე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ფუნქციები:
1. ბუღალტრული აღრიცხვის სრული წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის:
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა და კონტროლი
** ხარჯების აღრიცხვა
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
** საგადასახადო აღრიცხვა
2. ფულადი და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი
3. დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და ანალიზი
4. წარმოების თვითღირებულების (costing) დათვლა და ანალიზი
5. ინვენტარიზაციების ორგანიზება და კონტროლი
6. თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების (Payroll) აღრიცხვა და კონტროლი
7. ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
8. ფინანსური ანგარიშგებების მომზადება IFRS for SMEs ან IFRS-ის მიხედვით
9. აუდიტორებთან თანამშრომლობა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და პროცესის მხარდაჭერა
10. ERP/ბუღალტრული პროგრამების დანერგვაში მონაწილეობა
11. შიდა კონტროლის მექანიზმებისა და ფინანსური პროცესების გაუმჯობესება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ცოდნა, განათლება:
** უმაღლესი განათლება საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
** საქართველო საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** IFRS for SMEs ან IFRS ცოდნა
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით პროგრამა Excel ზედმიწევნით ცოდნა
გამოცდილება:
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში, აქედან მინიმუმ 2 წელი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე
** წარმოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** სასურველია პროგრამა Balance ან 1C მუშაობის გამოცდილება
განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://tinyurl.com/mtavaribughalteri
განცხადებების მიღების საბოლოო ვადაა: 2026 წლის 9 თებერვალი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. აპლიკაციის შევსებით თქვენ თანხმობას აცხადებთ პერსონალური მონაცემების 1 წლის ვადით შენახვაზე.
|
|
|
|