Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი/პრისეილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი/პრისეილერი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტი/პრისეილერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მის პორთფელში არსებული ასორტიმენტის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** გაყიდვების წარმოება და მუდმივად მუშაობა მაჩვენებლის ზრდაზე;
** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი;
** ობიექტებზე შეკვეთების სწორად და დროულად განხორციელება;
** არსებულ ობიექტებზე ბრენდების და ასორტიმენტის დაფარვის გაზრდა;
** სავჭრო ობიექტზე შეტანილი პროდუქციის რაოდენობების განსაზღვრა;
** ინკასაციის მართვა;
** მერჩენდაიზინგის წარმოება;
** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის როტაცია და ვადების კონტროლი;
** რეპორტების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება სასმელების მიმართულებით გამოცდილების მქონე კანდიდატს.
** უმაღლესი განათლება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი
** დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;

აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსთვის საჭირო საწვავს და ავტომობილის ცვეთის ხარჯს)
კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე vacancy@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "პრისეილერი" და ქალაქი "თბილისი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე