Робота для біженців з України
დასავლეთ საქართველოს გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასავლეთ საქართველოს გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას დასავლეთ საქართველოს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
სამუშაო ადგილი: ბათუმი

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ადგილობრივ ბაზარზე;
** კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება;
** დაქვემდებარებული ჯგუფის ეფექტური მართვა, ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, გეგმის შესრულებისა და მუშაობის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** დღისა და კვირის სამუშაო განრიგის დაგეგმვა და კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის სიახლეების გაცნობა;
** საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი სააღრიცხვო პროგრამიდან და მოკლევადიანი და ვადაგასული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** პროდუქციის ვადების კონტროლი საწყობის ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** ობიექტების ვადაგადაცილებული ვალების ყოველთვიური კონტროლი, ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** საცალო და ქსელურ ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება (ფასების კონტროლი, ახალი პოზიციების და ბრენდები შეთავაზება.)
** ობიექტების ხელშეკრულებების დამუშავება, გაფორმება.
** სთორჩექებზე გასვლა, შემოწმება, ხარვეზების აღმოფხვრა;
** წინა დღის სთორჩეკის შედეგების გავლა დაქვემდებარებულებთან ერთად;
** წინა დღის გაცემული დავალებების შემოწმება და ახალი დავალებების გაცემა;
** გეგმების მიმდინარეობის გავლა;
** კონკურენტების მონიტორინგი ფასების თუ სხვადასხვა აქტივობების;
** უშუალო ხელმძღვანელთან და ბრენდ მენეჯერებთან ერთად აქციების და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ხელფასების გავლა;
** ქსელებთან პროდუქციის ახალი ფასების, აქციების გადაგზავნა;
** ქეშბექის მონიტორინგი და მოთხოვნის ფორმის შევსება-გადაგზავნა ბუღალტერიასთან;

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. ერთ წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@europroduct.ge გთხოვთ, "subject"-ში მიუთითეთ სასურველი თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე