|
დასახელება:
მოლარე-რეგისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ენმედიცი
|
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს მოლარე-რეგისტრატორის ვაკანსიას
ადგილმდებარეობა: დიღმის მასივი (ლუბლიანას ქ. N38ა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით)
** დასაქმების ისტორია - (გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში ჩაითვლება უპირატესობად)
** MS Office-ს კარგი ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს გარკვევა.
** პაციენტის რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში, ანგარიშსწორება მაქსიმალური სიზუსტით მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვით.
** პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება;
** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
** პაციენტის მომსახურებასთან დაკავიშრებული სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება, არქივაცია/შენახვა არსებული წესების დაცვით.
დამატებითი მოთხოვნები:
** კომუნიკაბელური, მოწესრიგებული, თავაზიანი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 17:00-მდე. შაბათი: 09:00-დან 15:00-მდე.
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე)
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@enmedic.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|