Робота для біженців з України
დამწყები უნივერსალური მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები უნივერსალური მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ევერესტი 2010
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
კომპანია "ევერესტი 2010" 2010 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების კვების პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.

კომპანია "ევერესტი 2010" აცხადებს ვაკანსიას დამწყები უნივერსალური მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლის განთავსება;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
** შეკვეთების გაკეთებაში მონაწილეობის მიღება;

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და მიზანდასახულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00-18:00 (შესვენება 1 საათი)
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 1200 ლარი)

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ დასაქმებას;
** მეგობრულ და დინამიურ გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: "უნივერსალური მერჩენდაიზერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ევერესტი 2010"მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "ევერესტი 2010" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "ევერესტი 2010"-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე