Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697995&print=yes&view=jobs
 
მაღაზიის კონსულტანტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის კონსულტანტი
მომწოდებელი: Hubs.ge
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიათა ქსელი და e-commerce პლატფორმა "Hubs.ge" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისში.

"Hubs.ge" არის სპორტული ეკიპირების ბრენდების - ნაიკი, ადიდასი, პუმა, მაკრონი - ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელსაც გააჩნია როგორც ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა, ისე ფიზიკური მაღაზია, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სპორტული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვადასხვა სახის აქსესუარი.

ქუთაისში, "Hubs.ge"-ისა და ქუთაისის ტორპედოს კოლაბორაციით, იხსნება ფან-შოპი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქუთაისის ტორპედოს ტექნიკური პარტნიორის - Adidas-ის პროდუქცია ტორპედოს ბრენდირებით, ასევე ოფიციალური მერჩი და სპორტული აქსესუარები.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ გუნდში მუშაობას
** ფიქსირებულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, რამაზ შენგელის სახელობის სტადიონი
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დრო: 11:00 - 20:00; კვირაში 5 სამუშაო დღე; 2 დასვენების დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის კვალიფიციური კონსულტაცია პროდუქციის შერჩევისას
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის წესრიგისა და ფასების მონიტორინგი
** არსებული პროდუქციის რაოდენობის კონტროლი
** მენეჯმენტისთვის ინფორმაციის მიწოდება (რეპორტინგი)
** კომპანიის შიდა სტანდარტების დაცვა და შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაციისა და მომხმარებელთან მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება
** გუნდური მუშაობის უნარი

პერსონალური მონაცემების დამუშავება:

Hubs.ge-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ hubs.ge უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას hubs.ge-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: contact@hubs.ge.

წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "მაღაზიის კონსულტანტი - ქუთაისი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია