Робота для біженців з України
ელექტრონული კომერციის მონაცემთა ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრონული კომერციის მონაცემთა ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული.

დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული კომერციის მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სხვადასხვა წყაროდან მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
** SQL-ისა და სხვა ანალიტიკური, სტატისტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით მონაცემების ანალიზი, ინტერპრეტაცია, ტენდენციების და მიზეზშედეგობრივი კავშირების იდენტიფიცირება;
** მონაცემთა დამუშავების შედეგად მიღებული შედეგების საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა;
** მომხმარებლების ქცევასთან, გაყიდვებთან, ოპერაციულ პროცესებთან, მარაგების მართვასთან დაკავშირებული პროგნოზირების მოდელების შემუშავება;
** ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებული პოტენციური რისკებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება / პროგნოზირება;
** სხვადასხვა ტიპის ინტერაქციული ჩართების, რეპორტების შექმნა ელექტრონული კომერციის ძირითადი მეტრიკებისა და შესრულების ძირითადი ინდიკატორების (KPI) წარმოდგენის მიზნით;
** დამუშავებული მონაცემების შედეგებისა და დასკვნების ვიზუალიზაცია;
** სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა მონაცემთა ახალი წყაროების ინტეგრაციის, მონაცემთა სტრუქტურების ოპტიმიზაციისა და ეფექტური ანალიზის უზრუნველსაყოფად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სტატისტიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მათემატიკის ან სხვა მსგავსი მიმართულებით);
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი პროფესიული გამოცდილება მონაცემთა ანალიზის, ბიზნეს ანალიტიკის, ფინანსური ან ციფრული პროდუქტების ანალიტიკის ან მომხმარებელთა ქცევის ანალიზის მიმართულებით.
** მონაცემთა ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა და მათი პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება: Microsoft Excel (advanced დონეზე), SQL, Power BI, Looker ან Tableau.
** სასურველია Python-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

თუ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ელექტრონული კომერციის მონაცემთა ანალიტიკოსი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 13 თებერვალი, 2026 წელი.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე