Робота для біженців з України
რეგისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნა და მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება სამედიცინო სპეციალობაში);
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** სამედიცინო დოკუმენტაციაში პროგრამულად საიდენტიფიკაციო და სარეგისტრაციო მონაცემების შევსების უნარი;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში, მსგავს პოზიციაზე).
** ბოლო სამუშაო ადგილიდან სარეკომენდაციო წერილი;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პაციენტზე ორიენტირებულობა;
** კლინიკისადმი ლოიალური დამოკიდებულება;
** მოწესრიგებულობა - მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, დავალებების დადგენილ ვადებში დასრულება, დეტალებისადმი ყურადღება და კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაცია - აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა წერითი და ზეპირი სახით, პროფესიული მიმოწერის წარმოება;
** სუბორდინაცია;
** გუნდური მუშაობისადმი მზაობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** თავაზიანობა;

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@brchospital.ge, სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე