|
დასახელება:
საწყობის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
კონტაქტჰოუმი
|
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
ვინ ვართ ჩვენ? "კონტაქტ ჰოუმი" არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის სივრცე ინოვაციებისა და საუკეთესო არჩევანისთვის! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). ჩვენს მომხმარებელს ვუქმნით კომფორტს.
უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
შენი მისია კომპანიაში: შენ იქნები ლოჯისტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლი. შენი მთავარი ამოცანაა მარაგების პროგრამული სიზუსტის უზრუნველყოფა და პროცესების გამართული მუშაობა.
რას გააკეთებ კონკრეტულად?
** მონაცემთა მართვა: სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დამუშავება და მუდმივი განახლება;
** კონტროლი: მარაგების ლიმიტების მონიტორინგი და პროგრამული კონტროლი;
** დოკუმენტაცია: RS.ge-ზე ზედნადებების მართვა (მომარაგება, შიდა გადაზიდვები, მისამართების კორექტირება);
** კოორდინაცია: შიდა გადაზიდვის პროცესების გამართულობის ზედამხედველობა.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
** გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასაწყობე პროგრამების ცოდნა);
** გეხერხება პროგრამული მუშაობა და გიყვარს სიზუსტე;
** ფლობ რომელიმე უცხო ენას სასაუბრო დონეზე;
** ხარ ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:
** საუკეთესო გრაფიკი: სტანდარტული, 40-საათიანი სამუშაო კვირა 2 დღე დასვენება; (ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის);
** ფინანსური მოტივაცია: 1500 + ბონუსი ;
** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის;
** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლის რეალური პერსპექტივა მზარდ კომპანიაში.
მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: CV@kontakt.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "საწყობის ოპერატორი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 12 თებერვალი, 2026
გისურვებთ წარმატებას!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|