Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ინსპერონი
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
კომპანია "ინსპერონი" ახორციელებს სხვადასხვა სახის ტექნიკის იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში. სთავაზობს ბიზნეს გადაწყვეტილებებს, როგორც საჯარო, ასევე კერძო ორგანიზაციებს. ჩვენი მიზანია შევქმნათ სანდო გამოცდილება ჩვენი მომხმარებლების, პარტნიორებისა და გუნდის წევრებისთვის სხვადასხვა სახის პროდუქციისა და ტექნოლოგიური სერვისების მიწოდებით.

"ინსპერონი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე, ანაზღაურებადი
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 18:00
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. #7
** ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის უნარების/გამოცდილების მიხედვით, შეთანხმებისამებრ, ფიქსირებული + ბონუსური სისტემით

თანამშრომლებისათვის შეთავაზების პაკეტი მოიცავს:

** სასიამოვნო, კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს (ტრენინგი, მივლინება, დაზღვევა..)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
** CRM ბაზის ფორმირება და მართვა;
** მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება (სატელეფონო/ E-mail/ პირდაპირი);
** ყოველკვირეული/ყოველთვიური გაყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;
** მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით, წინადადების მომზადება და მათთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტის, მომსახურებისა და სხვა სახის კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** საჭიროების შემთხვევაში, პროდუქციის შესყიდვაზე პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
** შიდა და გარე დისტრიბუტორებთან კონტაქტი და პროდუქტის მიწოდების კონტროლი.
** შეხვედრებსა და გეგმურ თათბირებზე დასწრება და პერიოდულად შესრულებული სამუშაოს შესახებ მენეჯმენტის ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია); (IT სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;)
** გაყიდვის ტექნიკებისა და უნარების ფლობა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა, რუსული (სასურველია);

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის, გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა, პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული წინადადებების შექმნის/წარდგენის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, ატვირთეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ბმულზე: https://insperon.bitrix24.site/jobs/

თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს და შეინახოს შპს "ინსპერონის" მონაცემთა ბაზაში 1 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს: https://www.facebook.com/insperoni/, https://insperon.ge/ka ან დაგვიკავშირდით: 032 2 2 504 004 / +995 599 11 23 25

"ინსპერონი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე