Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697925&print=yes&view=jobs
 
საწყობის ხელმძღვანელის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ხელმძღვანელის თანაშემწე
მომწოდებელი: ბელ მეზონი
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას საწყობის ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომლებსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წელი;
** უმაღლესი განათლება;
** მნიშვნელოვანია სასაწყობე პროცესებთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** თანამედროვე სასაწყობე პროცესების სიღრმისეული ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში პროდუქციის მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** საწყობის გამართული მუშაობის პროცესების უზრუნველყოფა და უშუალოდ მონაწილეობის მიღება;
** მიღებულ და გაცემულ პროდუქციაზე პასუხისმგებლობა;
** საწყობის ნაშთების ინვენტარიზაცია;
** პროდუქციის მიღება/გაცემის პროცესებში ჩართულობა;
** პროდუქციის მიღებასა და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** პროდუქციის ცვლილებების ასახვა FINA-ში;
** საწყობის ოპერაციული ეფექტურობის უზრუნველყოფა;
** სატვირთო მანქანის "თვითმცლელის" მართვა;
** პოზიციასთან დაკავშირებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარ-ჩვევები;
** მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** დატვირთული განრიგით მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური.

პირობები:

** ანაზღაურება: 2800 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: სრული, სამუშაო საათები: 10:00-19:00;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 6 დღე კვირაში.
** გამოსაცდელი ვადა: ერთი თვე (ანაზღაურებადი).

დამატებითი ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, ივანე კაჭარავას ქ. 43
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge და "subject"-ში მიუთითეთ "საწყობის ხელმძღვანელის თანაშემწის " პოზიცია.

სავალდებულოა: რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია