|
დასახელება:
ქოფირაითერი/კონტენტ კრეატორი
|
| მომწოდებელი:
Monde Group
|
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
დეველოპერული კომპანია "მონდე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის გუნდში ქოფირაითერი/კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კონტენტ-სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის ყველა არხზე (LinkedIn, Fascebook, TikTok, ვებსაიტი, SEO და სხვა);
** ტექსტების შექმნა და ადაპტაცია - სოც. მედია პოსტები, ბლოგები, ვიდეოს სცენარები, ვებსაიტის კონტენტი, ნიუსლეთერები;
** ვიდეო კონტენტის გადაღება (კომპანიის სარეკლამო ვიდეობში ჩაწერა);
** ვიდეოგრაფთან, დიზაინერთან და ედვერთაიზერთან თანამშრომლობა ბრენდის იმიჯზე ზრუნვისთვის;
** კონტენტის კალენდრის მართვა და მასალების დროული მომზადება კამპანიებისთვის და ღონისძიებებისთვის;
** ვებსაიტის განახლებებზე მუშაობა;
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** გრამატიკის, მართლწერის და პუნქტუაციის მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** კრეატიული აზროვნება და ძლიერი სთორითელინგის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** მუდმივი განვითარებისა და ახალი სტანდარტების შექმნის სურვილი;
** კამპანიების მართვის გამოცდილება;
** გუნდთან მუშაობის გამოცდილება და მათი კოორდინაციის უნარი;
** სოციალური მედიის ფორმატების ცოდნა (LinkedIn, Meta, TikTok, YouTube);
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
** ლოკაცია: თბილისი, პავლე ასლანიდის 12 (სპორტის სასახლესთან)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 11:00-19:00 საათი
** ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
დამატებითი სარგებელი:
** სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ);
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით მეილზე info@monde.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|