|
დასახელება:
უძრავი ქონების აგენტი
|
| მომწოდებელი:
Flatz
|
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
Flatz ეძებს ენერგიულ, მიზანდასახულ და შედეგზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს რომ გახდნენ ჩვენი მოწინავე გუნდის წევრები.
Flatz.ge, რომელმაც ინოვაციური მიდგომებით დაიმკვიდრა უძრავი ქონების ბაზარზე თავი, მუდმივად ზრდის პროცესშია. არ გაუშვა ხელიდან შანსი გახდე შენი საქმის პროფესიონალი!
Flatz აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე. შესაძლებელია 100% დისტანციურად მუშაობაც.
საქმიანობის აღწერა:
** უძრავი ქონების ძიება და სელექცია
** სატელეფონო კომუნიკაცია
** განცხადებების კომპანიის პლატფორმაზე განთავსება
** კომპანიის ბაზების განახლება და ედიტირება
** მომხმარებელთათვის კატალოგის შეთავაზება
** ვიზიტების ორგანიზება
ჩვენ გთავაზობთ:
** გამომუშავებაზე მიბმულ ანაზღაურებას ზედა ზღვრის გარეშე
** მოქნილ გრაფიკს
** დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას
** ულიმიტო პოტენციალის გარემოს და მეგობრულ გუნდს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ინფორმატიულ ტრენინგს ონლაინ კურსის სახით
** მუშაობის დაწყების შესაძლებლობას უმოკლეს ვადაში
სანაცვლოდ მოვითხოვთ:
** სისხარტეს და დროში ეფექტურობას
** გამართულ მეტყველებას და პოზიტიურ კომუნიკაციას
** ინგლისურის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნას
** პუნქტუალურობას და დროის მენეჯმენტის შეუდარებელ უნარს
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის (მაგ. მოლაპარაკების) უნარს
** აუცილებელია გამართული ტელეფონის და კომპიუტერის (ლეპტოპის/პერს. კომპიუტერის) ქონა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@flatz.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|