|
დასახელება:
QA ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
Ilaria
|
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA ეძებს QA Engineer (Manual & Automation)-ებს პარტნიორი კომპანიებისთვის - Bitanica და Fastoo.
"ბიტანიკა" წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კრიპტო ბირჟას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ელექტრონულ კრიპტო საფულეს იმისათვის, რომ მართონ საკუთარი კრიპტო ვალუტები უსაფრთხოდ და გამოიყენონ ელექტრონული კრიპტო საფულის პროდუქტები, რომლებიც სხვა ქართულ პლატფორმებზე არ არის ხელმისაწვდომი.
Fastoo (New Payment System) არის ინოვაციური გადახდების მომსახურების მომწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტურ გადახდების გადაწყვეტილებებს ბიზნესებისთვის საქართველოში და ევროპაში. კომპანიის მიზანია მერჩანტებისთვის მარტივი და ტექნოლოგიურად გამართული მომსახურების შეთავაზება.
** სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
** ანაზღაურება: 3 000 Net ლარი
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სისტემებისა და აპლიკაციების ტესტირება:
** მობილური აპლიკაციებისა, ვებპლატფორმებისა და SaaS პროდუქტების ფუნქციონალური ტესტირება;
** ახალი ფუნქციებისა, განახლებებისა და მოდულების ტესტირების პროცესში ჩართვა;
** Regression, Smoke და Exploratory ტესტების შესრულება.
ტესტის გეგმების და სკრიპტების შექმნა:
** ტესტირების სტრატეგიის შემუშავება და ტესტქეისების დოკუმენტირება;
** ტესტირების პროცესების ავტომატიზაციის შესაძლებლობების რეკომენდაცია (Manual + Basic Automation Integration);
** სისტემური და სეგმენტური ტესტების შედეგების დოკუმენტაცია.
შეცდომების ანალიზი და ანგარიშგება:
** Bugs და Issues-ის აღრიცხვა, პრიორიტეტების განსაზღვრა და Dev გუნდთან კომუნიკაცია;
** ტესტირების პროცესის შედეგად აღმოფხვრილი პრობლემების მონიტორინგი და სტატუსის რეგულარული გაცემა.
პროცესების გაუმჯობესება და QA ხარისხის უზრუნველყოფა:
** QA სტანდარტების დამუშავება და კოდექსის დაცვა;
** პროდუქტების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და რეკომენდაციების მიწოდება გუნდში;
** მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების პრინციპების დანერგვა.
** გუნდთან და სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა:
** Product, Dev და Support გუნდებთან კომუნიკაცია და ტესტირების საჭიროებების იდენტიფიკაცია;
** QA პროცესის ინტეგრირება სხვა დეპარტამენტების სამუშაო პროცესებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება QA მიმართულებით, საბანკო/FinTech/Blockchain/Payments ინდუსტრიაში;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** გამოცდილება ბაგების მართვაში და ტესტირების ინსტრუმენტების (მაგ., JIRA, TestRail, Zephyr) გამოყენებაში;
** კარგი ცოდნა პროგრამების მუშაობის პრინციპებისა და ვებ/მობილური აპლიკაციების სტრუქტურის შესახებ;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი ინტერესი;
** ინიციატიურობა, აქტიურობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "QA Engineer (Manual & Automation)".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
|
|
|
|