|
დასახელება:
პროექტების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჯიგრები
|
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
ვეძებთ პროექტების მენეჯერს, რომელიც "ტრენდებშია".
ჩვენ ვართ "ჯიგრები" — სივრცის მოხატვისა და AI კრეატიული სააგენტო. ჩვენთან ხელოვნება და ტექნოლოგიები ერთმანეთს ხვდება, რომ ბრენდები უფრო თვალსაჩინო და გაყიდვადი გავხადოთ.
თუ შენთვის ციფრული სამყარო, AI და კრეატივი უბრალოდ სიტყვები არაა, ადვილად ადაპტირდები სიახლეებთან და გინდა პროექტები შენი ხედვით მართო — მაშინ ჩვენ ერთად ბევრი მაგარი რამის გაკეთება შეგვიძლია!
ანაზღაურება:
ჩვენთან ზრდის ლიმიტი არ არსებობს: საგამოცდო პერიოდი 2 კვირა: გამომუშავებული ბონუსები (შენი აქტიურობის შესაბამისად);
შერჩეულ კანდიდატს: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები.
სტუდენტებისთვის:
თუ სწავლობ, ნუ ნერვიულობ — ჩვენგან გაქვს მაქსიმალური ხელშეწყობა! გრაფიკი იმდენად მოქნილია, რომ ლექციებსაც დაესწრები და გამოცდებსაც ჩააბარებ. გარდა ამისა, ჩვენს გუნდში მიღებული გამოცდილება ნებისმიერ კარიერულ გზაზე გამოგადგება და დაგეხმარებით საუკეთესო რეკომენდაციების მომზადებაში.
სამუშაო პირობები: სრული თავისუფლება: იმუშავე საიდანაც გინდა (Remote).
მოქნილი გრაფიკი: ჩვენთვის მთავარია შედეგი და არა "ოფისში ჯდომა". კვირაში ერთხელ ონლაინ შევიკრიბებით, რომ განვლილი ამბები შევაჯამოთ.
რას გააკეთებ ჩვენთან?
ჩვენი სერვისების შეთავაზება და გაყიდვა (B2B & B2C);
იდეების რეალიზაცია: თუ გაგიჩნდება მაგარი ბიზნეს-იდეა ან ახალი პროდუქტის ხედვა, ჩვენი მთელი პროდაქშენი დაგეხმარება მის დახვეწასა და რეალიზებაში;
ტურისტულ ლოკაციებზე გასვლები და მივლინებები.
ბონუსი შენთვის:
თუ გსურს საკუთარი თავის პოპულარიზაცია და პერსონალური ბრენდის შენება, შეგიძლია მონაწილეობა მიიღო ჩვენს კონტენტში და გაზარდო შენი პირადი ცნობადობა. ჩვენ ამისთვის ყველა რესურსს მოგცემთ!
რა გაგვიხარდება შენგან:
** გქონდეს უნარი, რომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები;
** იცნობდე თანამედროვე ტრენდებს;
** იყო კომუნიკაბელური და გიყვარდეს ადამიანებთან ურთიერთობა;
** AI ინსტრუმენტების მიმართ ინტერესი.
მოკლედ: ჩვენ არ ვეძებთ "მშრალ" CV-ებს. ვეძებთ ენერგიულ ადამიანს, ვისაც უნდა, რომ საქმე კეთდებოდეს ხალისით და ინოვაციურად.
გვაჩვენე შენი თავი! გამოგვიგზავნე რეზიუმე ან უბრალოდ მოგვწერე შენს შესახებ ელფოსტაზე: infojigrebi@gmail.com და სათაურში მიუთითე: "პროექტების მენეჯერი - ჯიგრები".
|
|
|
|