Робота для біженців з України
უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი, 1 დღე 1 ღამე (2 დღე დასვენება)
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
** კვებით უზრუნველყოფას
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ანაზღაურება: საათობრივი, თვეში საშუალოდ 1100 ლარიდან

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს სტუმრისა და თანამშრომლის უსაფრთხოება
** სასტუმროს პარკინგის კონტროლი
** სასტუმროს კამერების მონიტორინგი
** სასტუმროს ტერიტორიაზე რეგულარული შემოვლების ჩატარება და აღმოჩენილი დარღვევების დაფიქსირება

უნარ-ჩვევები და მოთხოვნები:

** ენერგიული, პოზიტიური
** პასუხისმგებლობიანი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** საბაზისო ინგლისური ენის ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" - ამიერკავკასიაში პირველი 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო, რომელიც ბაზარზე 1991 წლიდან ფუნქციონირებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის "მარიოტ ინტერნეიშენალის" წევრია.

"მარიოტ ინტერნეშენალი", როგორც მსოფლიოს წამყვანი კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს თანამშრომლებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ კარიერას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:hr.tbilisi@sheraton.com

გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიციის სახელწოდება

აპლიკაციები მიიღება 1 მარტამდე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე