Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697867&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ენსო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 02 მარტი
"ენსო ჯგუფი" არის კომპანიების გაერთიანება, რომლებსაც აქვთ საერთო სამუშაო პროცესები, ინფრასტრუქტურა და პასუხისმგებლობა შესრულებულ ამოცანებზე.

ჩვენ ვფარავთ სრულ ციკლს - კონსულტაციიდან და პროექტირებიდან დაწყებული, მოწყობილობების მიწოდებითა და მონტაჟით გაგრძელებული, 24/7 ოპერირებით დასრულებული. ჩვენი საქმიანობა მოიცავს წყლის სატუმბ სადგურებსა და წყლის ფილტრაციას.

ჯგუფის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://ensogroup.ge/

ვაცხადებთ ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში (ავჭალა).

ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: საწყობში არსებული პროდუქციის მოწესრიგება, დატვირთვა/დაცლა/დასაწყობება/აგროვება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე
** ანაზღაურება: 1200 ლარი (NET)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, ლიბანის ქუჩა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში მოსული ტვირთის მიღება/დალაგება;
** პროდუქციის დროულად დაცლა/დატვირთვა, დახარისხება და დასაწყობება;
** შემოსული შეკვეთების შეგროვება და წასაღებად გამზადება;
** დისტრიბუციის პროცესში მონაწილეობა - საჭიროების შემთხვევაში მძღოლის დახმარება პროდუქციის კლიენტისთვის გადაცემაში;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე, სასურველია, სასაწყობო-სამეურნეო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა

სოციალური პაკეტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა (პირველივე თვიდან)
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:

** პირველი კონტრაქტი - 2-კვირიანი სტაჟირება, შემდგომ წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
** ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად

დასაქმებულის უფლებები:

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; საწყობის თანამშრომელი

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია "ენსოს" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია