Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697841&print=yes&view=jobs
 
IT მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მენეჯერი
მომწოდებელი: SOLVIT
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 02 მარტი
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია "სოლვითი" 2013 წლიდან აქტიურად საქმიანობს IT აუთსორს მომსახურების სფეროში. კომპანიას განხორციელებული აქვს, მრავალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი. კომპანიის წარმატება, ეფუძნება პროფესიულ ბიზნეს მიდგომას და შედეგებზე პასუხისმგებლობას. ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს, ვთავაზობთ აქტიურ, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც მხარდაჭერა კორპორაციული კულტურის მთავარი ღირებულებაა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ: https://solvit.ge/en/

კომპანია "SOLVIT" აცხადებს ვაკანსიას IT მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა

კომპანია ეძებს გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ IT მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის IT მიმართულების სტრატეგიულ მართვაზე, განვითარებასა და გამართულ ფუნქციონირებაზე. პოზიცია მოიცავს როგორც ტექნიკურ, ისე მენეჯერულ პასუხისმგებლობებს და მიზნად ისახავს ბიზნესპროცესების უწყვეტ მხარდაჭერას.

ძირითადი მოვალეობები:

** IT გუნდის ხელმძღვანელობა, განვითარების მხარდაჭერა და სამუშაო პროცესების კონტროლი. თითოეული მიმართულებისთვის KPI გაწერა
** IT პოლიტიკების, პროცედურებისა და საუკეთესო პრაქტიკების შემუშავება და დანერგვა
** სისტემების ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოებისა და სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა
** IT ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი
** მონიტორინგის პროცესის საუკეთესო პრაქტიკების შემუშავება და დანერგვა
** კლიენტ კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაცია IT საჭიროებების განსაზღვრის მიზნით
** ინციდენტების, პრობლემებისა და ცვლილებების მართვის პროცესების ორგანიზება
** IT პროექტების მართვა (განახლებები, მიგრაციები, ახალი სისტემების დანერგვა)
** ტექნიკური დოკუმენტაციის, აქტივების და სარეზერვო/აღდგენის გეგმების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, კომპიუტერულ მეცნიერებებში ან მონათესავე სფეროში
** IT მენეჯერის ან სერვის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ქსელების, სერვერების, ვირტუალიზაციის, ქლაუდ პლატფორმებისა და კიბერუსაფრთხოების საბაზისო ცოდნა
** Microsoft 365-ის, Active Directory-ის და კორპორაციული IT გარემოს გამოცდილება
** IT სერვისების მართვის პრინციპების ცოდნა (ITIL ან ანალოგიური)
** ძლიერი ლიდერული, კომუნიკაციისა და ორგანიზაციული უნარები
** რომელიმე ტიკეტინგ სისტემაში მუშაობის გამოცდილება (Manage Engine, Jira, etc.)

სასურველი კვალიფიკაცია:

** პროფესიული სერტიფიკატები (ITIL, Microsoft, Cisco, VMware, AWS, Azure და სხვ.)
** ჰიბრიდული ან ქლაუდ ინფრასტრუქტურის მართვის გამოცდილება
** ბიუჯეტირებისა და მომწოდებლებთან მოლაპარაკებების გამოცდილება

პირობები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სწავლება-განვითარების დაფინანსება/მხარდაჭერა
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი 10:00- 19:00
** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი, ნ.ბოხუას #4

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@solvit.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: IT მენეჯერი"

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია