Робота для біженців з України
ჰაუსმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰაუსმენი
მომწოდებელი: სასტუმრო ონიქს სითი სენთერი
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
სასტუმრო "ონიქს სითი სენთერი" აცხადებს ვაკანსიას ჰაუსმენის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** მისამართი: ქ. თბილისი, პეკინის ქ. 30
** სამუშაო გრაფიკი: 5/2-ზე, მცოცავი
** დამატებით: კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა

მოვალეობები:

** ხალიჩების გეგმური ან/და საჭიროებისამებრ დასუფთავება სპეციალური აპარატითა და ხსნარებით;
** შიდა და გარე ფანჯრების, მინის კარების და გამყოფი მინების წმენდა;
** დასუფთავების ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა მტვერსასრუტები, ხალიჩის საწმენდი დანადგარები, იატაკის სახეხი აპარატები და სხვა შესაბამისი მოწყობილობები;
** ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის, საფრთხის ან დაზიანების შესახებ დაუყოვნებელი შეტყობინება ზედამხედველისთვის;
** ოთახების დასუფთავების თანამშრომლების დახმარება თეთრეულის მიტანაში ან გატანაში;
** სასტუმროს შიდა წესების, პროცედურების და უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა;
** სტუმრებთან და თანამშრომლებთან თავაზიანი და პროფესიონალური ურთიერთობა.

მოთხოვნები:

** სასურველია წინა გამოცდილება დასუფთავების სფეროში, განსაკუთრებით სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;
** კარგი ფიზიკური კონდიცია - შესაძლებლობა აწიოს ან გადააადგილოს სიმძიმეები, ფიზიკური შესაძლებლობა ფეხზე დიდ ხანს დგომის.
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი - მზადყოფნა მუშაობისათვის შაბათ-კვირას, დღესასწაულებზე ან ცვლებში.

პერსონალური უნარ ჩვევები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებული, შრომისმოყვარე და სისუფთავეზე ორიენტირებული დამოკიდებულება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@onyxtbilisi.com

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე