Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697823&print=yes&view=jobs
 
ინჟინერ-მშენებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერ-მშენებელი
მომწოდებელი: ბემონი ინჟინერია და მშენებლობა
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
შპს "ბემონი ინჟინერია და მშენებლობა" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.

კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.

კომპანია "ბემონი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მშენებლის პოზიციაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კომპანიას პროექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქვს. შესაბამისად, ინჟინერ-მშენებლის სამუშაო ადგილი განისაზღვრება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, კომპანიის მიმდინარე პროექტების მიხედვით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე ადამიანური და მატერიალური რესურსის მართვა;
** სამშენებლო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობების აღრიცხვა და კონტროლი;
** სამშენებლო ნორმების, სტანდარტების ცოდნა და მათი უზრუნველყოფა;
** მშენებლობის კალენდარული გრაფიკის მომზადება;
** მშენებლობის პროცესის მართვა წინასწარ მომზადებული გრაფიკის მიხედვით;
** შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა, ფორმა 2-ის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერ-მშენებლის მიმართულებით;
** ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad);
** ავტომანქანის მართვის მოწმობა - B კატეგორია.

პირადი უნარ-ჩვენები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@bemoni.com არაუგვიანეს 2026 წლის 28 თებერვლისა.

გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია