Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697750&print=yes&view=jobs
 
საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ალიანს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
"ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

"ალიანს ჯგუფი" წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომლის განხორციელებული და მიმდინარე პროექტები პრემიუმ კლასის, კომფორტული, კლიენტებისთვის და ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანი საცხოვრებელი კომპლექსებია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც მშენებლობისა და გამოყენებული მასალების ხარისხით, ასევე კომპლექსებში განთავსებული მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით.

რეგიონის დეველოპერულ ბაზარზე პირველად "ალიანს ჯგუფმა" საკუთარ პროექტებში მსოფლიოში აღიარებული სასტუმრო ბრენდები - ამერიკული "ქორთიარდ ბაი მარიოტი" (Courtyard By Marriott), ასევე ამერიკული "ვინდემ გარდენი" (Wyndham Garden), "რამადა" (Ramada) და საქართველოში რიგით მერვე "მარიოტი" (Marriott) შემოიყვანა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის უძრავი ქონების პროექტების გაყიდვების მართვა საერთაშორისო ბაზარზე
** ახალი კლიენტების მოძიება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება უცხოურ ბაზარზე
** მოლაპარაკებების წარმოება საერთაშორისო კლიენტებთან (ონლაინ და პირისპირ)
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა — პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე
** გაყიდვების ანგარიშების მომზადება და შედეგების ანალიზი
** მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგისა და პროექტების მართვის გუნდებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, ეკონომიკა ან მონათესავე სფერო)
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით (საერთაშორისო გაყიდვები ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა, საუბარი, მოლაპარაკებები)
** საერთაშორისო კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები
** შედეგზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მზადყოფნა საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში როტაციისთვის

დამატებითი უპირატესობები:

** უძრავი ქონების ან დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** სხვა უცხო ენის ცოდნა
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი (გაყიდვების შედეგების მიხედვით)
** საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას
** კარიერული განვითარების რეალურ პერსპექტივას სწრაფად მზარდ კომპანიაში
** პროფესიონალურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
** როტაციის პერიოდში საცხოვრებლის/კვების ხარჯების დაფარვას
** ჯანმრთელობის დაზღვევას

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გამოგზავნოთ 2026 წლის 8 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე l.gochashvili@alliancegroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი: "საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი".

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #78, ალიანს ჯგუფის გაყიდვების ოფისი.

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანსი თბილისი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;

მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს თბილისის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

ინფორმაციის შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:

** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.

შპს "ალიანსი თბილისი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია