|
დასახელება:
გრაფიკული დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
ალიანს ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 29 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
"ალიანს ჯგუფი" წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომლის განხორციელებული და მიმდინარე პროექტები პრემიუმ კლასის, კომფორტული, კლიენტებისთვის და ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანი საცხოვრებელი კომპლექსებია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც მშენებლობისა და გამოყენებული მასალების ხარისხით, ასევე კომპლექსებში განთავსებული მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით.
რეგიონის დეველოპერულ ბაზარზე პირველად "ალიანს ჯგუფმა" საკუთარ პროექტებში მსოფლიოში აღიარებული სასტუმრო ბრენდები - ამერიკული "ქორთიარდ ბაი მარიოტი" (Courtyard By Marriott), ასევე ამერიკული "ვინდემ გარდენი" (Wyndham Garden), "რამადა" (Ramada) და საქართველოში რიგით მერვე "მარიოტი" (Marriott) შემოიყვანა.
თუ გსურს შემოუერთდე "ალიანს ჯგუფის" გუნდს, გაეცანი ვაკანსიის აღწერილობას გრაფიკოს დიზაინერის პოზიციაზე თბილისში.
პოზიციის შესახებ
ვეძებთ კრეატიულად მოაზროვნე გრაფიკულ დიზაინერს. ამ პოზიციაზე თქვენი მთავარი მიზანია, დაეხმაროთ გუნდს კომპანიის ვიზუალური კომუნიკაციის ეფექტურად განხორციელებაში. თქვენი ამოცანა იქნება, უზრუნველყოთ საინვესტიციო უძრავი ქონების პროექტების ვიზუალური იდენტობის თანმიმდევრული და ხარისხიანი წარმოჩენა სხვადასხვა ციფრულ და ბეჭდურ არხში. თქვენ იქნებით პასუხისმგებელი მასალების ტექნიკურ სიზუსტესა და ვიზუალური სტანდარტების დაცვაზე, რათა შეიქმნას ძლიერი და ცნობადი ბრენდის იმიჯი.
ძირითადი მოვალეობები:
** ციფრული არხებისთვის (სოციალური მედია, ვებსაიტი) დიზაინების შექმნა;;
** ბეჭდური პროდუქტების დიზაინის შექმნა (პოსტერები, მერჩენდაიზი, ბანერები, შეფუთვები);
** მარკეტინგის გუნდთან კოორდინირებული მუშაობა;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამისი პროფესიით;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება Adobe Creative Suite-ის პროგრამებთან (განსაკუთრებით Illustrator, Photoshop, დამატებითი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ ანაზღაურებას;
** შრომის კოდექსთან შესაბამის სამუშაო გრაფიკს 10:00-19:00 სთ-მდე;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** ტექნიკური დავალება;
** გასაუბრება.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში იხილოთ ბმული Bitly | bit.ly/3NkcC6E
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #78, ალიანს ჯგუფის გაყიდვების ოფისი.
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანსი თბილისი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს თბილისის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაციის შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.
შპს "ალიანსი თბილისი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|