Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697716&print=yes&view=jobs
 
ავტომობილების გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილების გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: რენო საქართველო
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"Renault Georgia" − რენო საქართველო აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა "შოურუმში" წარმოდგენილ მოდელებზე, ასევე ინფორმაციის მიწოდება არსებული განვადებისა და დაზღვევის პირობების შესახებ.
** შემოსული ზარების მიღება და კონსულტაციის გაწევა. ავტომობილის მახასიათებლების, მოდელების, ფასებისა და აქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის.
** მომხმარებელთა ბაზების დამუშავება, ზარების განხორციელება და მეილით შეთავაზების გაგზავნა. შემდგომი მონიტორინგი.
** ტესტ-დრაივების ორგანიზება და მართვა.
** გაყიდვის შემდგომ კლიენტის მომსახურება და უკუკავშირის მართვა.
** ავტომობილების მომზადება, მყიდველისთვის გადაცემა.
** ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** MS Office (Word, Excel, Outlook) საშუალო დონეზე ცოდნა
** სასურველია 1C და Bitrix24-ში (ან სხვა CRM სისტემაში) მუშაობის გამოცდილება
** უცხო ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური)
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში (ჩაითვლება უპირატესობად)

დამატებითი მოთხოვნები:

** კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, ინიციატივა და დეტალების მიმართ ყურადღება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

დასაქმება: სრული სამუშაო განაკვეთი
შესვენება: 1 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე info@renault.ge არაუგვიანეს 28.02.2026. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია