Робота для біженців з України
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Merlons
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორაციულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.

ამჯერად, ვეძებთ კორპორაციული გაყიდვების მენეჯერს.

ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 (დასვენება შაბათი-კვირა)
ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების მოძიება
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
** გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი
** არსებული მომხმარებლების ბაზის მართვა
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და პროდუქციის შეთავაზება
** პრეზენტაციების მომზადება საჭიროებისამებრ
** შეკვეთების ორგანიზება
** იმპორტ მენეჯერებთან კომუნიკაცია
** მწარმოებლებთან კომუნიკაცია ტექნიკური საკითხების გასარკვევად
** პროდუქციის მიწოდება/ჩაბარების გრაფიკების შედგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე და ჩვენს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint);
** ინგლისურის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
** კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
** ყოველთვიურ თიმბილდინგსა და სახალისო აქტივობებს.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@vitra.com.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი"

დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე -
https://merlons.ge/ka/ https://www.facebook.com/Merlons.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე