Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697691&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება - სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილება
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 05 თებერვალი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილებაში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადება

გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორის შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილებაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე, 1 (ერთი) ვაკანსიაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტს.

აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

** საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
** საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ;
** თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დებულება;

აპლიკანტი უნდა ფლობდეს:

** სახელმწიფო ენას (წერა, კითხვა, მეტყველება);
** ინგლისურ ენას;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office: WORD, EXCEL, INTERNET, POWERPOINT.

სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):
**
პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა
** დავალების დადგენილ ვადაში შესრულება
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის კულტურა
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა
** ტექნიკური უნარ-ჩვევები
** ინიციატივის გამოვლენა
** კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.

სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილებაში სტაჟიორის ფუნქცია- ვალდებულებებია:

** კანონმდებლობის შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა შესახებ თსუ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (uni.tsu.ge)/საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (uni.emis.ge) წარმოების წესით გათვალიწინებული მონაცემების შეტანა/ განახლება;
** სწავლების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტების მიმართ თსუ რექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ასახვა სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (uni.tsu.ge)/საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (uni.emis.ge);
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და დიპლომის დანართების, სერტიფიკატებისა და მოწმობების დასკანერება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (uni.emis.ge) /უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (uni.tsu.ge) ატვირთვა.
** სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში შემოსული
კორესპონდენციის დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე წერილების მომზადება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

** განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2, 1 "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ");
** CV;
** საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
** უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ" (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 30 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო
პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. საბუთების
არასრულად გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ
განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ).

ანაზღაურებადი სტაჟირება თვეში განისაზღვრება 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა. სტაჟირების გავლის პერიოდია 6 (ექვსი) თვე.

აპლიკანტის მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება 2026 წლის 30 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ანაზღაურებადი სტაჟირება სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია