Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697683&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება - სასწავლო პროცესის მართვის განყოფილება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - სასწავლო პროცესის მართვის განყოფილება
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 05 თებერვალი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილებაში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადება

გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორის შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილებაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე, 1 (ერთი) ვაკანსიაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტს.

აპლიკანტი სასურველია იცნობდეს:

** საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
** საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ;
** თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის დებულება;

აპლიკანტი უნდა ფლობდეს:

** სახელმწიფო ენას (წერა, კითხვა, მეტყველება);
** ინგლისურ ენას;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office: WORD, EXCEL, POWERPOINT.

სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):

** პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა
** დავალების დადგენილ ვადაში შესრულება
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის კულტურა
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა
** ტექნიკური უნარ-ჩვევები
** ინიციატივის გამოვლენა
** კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.

სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების სტაჟიორის ფუნქცია- ვალდებულებებია:

** კანონმდებლობის შესაბამისად უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება (სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი (შეჩერება, შეწყვეტა, აღდგენა, დამატებითი სემესტრი), რექტორის მიერ გამოცემულ ყველა ოფიციალურ დოკუმენტში ტექნიკური შეცდომის გასწორებისა და ცვლილებების, ასევე სტუდენტების სახელის/გვარის შეცვლის გამო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ (შექმნილ) ყველა ოფიციალურ დოკუმენტში ცვლილების შეტანის თაობაზე; კურსდამთავრებულთა სახელზე დიპლომის გაცემის თაობაზე, საქართველოსა და უცხოეთის უსდ-ში მიღწეული აღიარებული კრედიტების საფუძველზე სემესტრის განსაზღვრის თაობაზე).
** განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა.
** განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის დამუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე, წერილების მომზადება.
** წარჩინებული სტუდენტებისათვის სტიპენდიების მოპოვების მიზნით უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებების/იურიდიულ პირების მოთხოვნის საფუძველზე დასაფინანსებელი სტუდენტების შერჩევა ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების
სასწავლო პროცესში ინტეგრირებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ორგანიზება, რექტორის თანხმობის წერილების მომზადება, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცდების ჩატარების ვადების განსაზღვრის შესახებ, ჩარიცხვის თაობაზე სამართლებრივი აქტების გამოცემა. საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურისათვის ვიზის აღების პროცედურის მიზნით მოწვევის წერილების მომზადება და გაცემა.
** სტუდენტებისთვის კონსულტაციების გაწევა, ონლაინ რეჟიმში მომსახურება (დეპარატამენტის ოფიციალური ელფოსტის და სოციალური ქსელის მეშვეობით) სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

** განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2, 1 "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ");
** CV;
** საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
** უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ" (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 30 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო
პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. საბუთების არასრულად გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ).

ანაზღაურებადი სტაჟირება თვეში განისაზღვრება 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა. სტაჟირების გავლის პერიოდია 6 (ექვსი) თვე.

აპლიკანტის მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება 2026 წლის 30 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე : stajireba@tsu.ge. სათაურის ველში უნდა
მიეთითოს - ანაზღაურებადი სტაჟირება სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია