Робота для біженців з України
არასაავიაციო ბიზნეს განვითარების სამსახურის უფ. კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არასაავიაციო ბიზნეს განვითარების სამსახურის უფ. კოორდინატორი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 04 თებერვალი
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს კომერციული დეპარტამენტის არასაავიაციო ბიზნეს განვითარების სამსახურის უფროსი კოორდინატორის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაო ადგილი - თბილისი
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
თანამდებობრივი სარგო - 3578 ლარი (GROSS)
სამუშაო განრიგი - სრული

ძირითადი ფუნქციები:

** აეროპორტების მგზავრებისთვის შესაბამისი სერვისების/პროდუქტების უზრუნველსაყოფად საჭირო ობიექტების/ფართების გაცემის სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და დაინტერესებულ კომპანიებთან კომუნიკაცია.
** აეროპორტის პროდუქტებთან/სერვისებთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებული სიახლეების მუდმივი კვლევა და ანალიზი; მგზავრებისთვის საჭირო სერვისების იდენტიფიცირება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სამსახურების ჩართულობით სააუქციონე პირობების განსაზღვრაში მონაწილეობა.
** აეროპორტებში სერვისებისა და პროდუქციის მიწოდების კუთხით, პოტენციური პარტნიორების მოზიდვის მიზნით ბაზრის კვლევა, შეხვედრების ორგანიზება და შესაბამის მოლაპარაკებებში ჩართულობა.
** კომპანიისთვის არასაავიაციო შემოსავლების გაზრდის მიზნით შესაბამისი კომერციული სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ახალი იდეების/პროექტების გენერირება, ხელმძღვანელთან ერთად მათი ინიცირება და მათ ინპლემენტაციაში ჩართულობა.
** აეროპორტებში უკვე არსებულ პარტნიორებთან, ყოველდღიურ სამუშაო პროცესებთან დაკავშირებით კომუნიკაციების წარმოება, მათ შორის მგზავრებისთვის სერვისებისა და პროდუქციის უწყვეტად და ხარისხიანად შეთავაზების მიზნით და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
** ახალ და არსებულ პარტნიორებთან ხელშეკრულებების დადების/განახლების მიზნით კომპანიის შიგნით შესაბამის სამსახურების ჩართულობის კოორდინირება.
** აეროპორტებში ახალი ობიექტის გახსნასთან დაკავშირებით ობიექტის დიზაინთან, ბრენდინგთან დაკავშირებულ კომუნიკაციაში ჩართულობა და კომუნიკაციის კოორდინირება შესაბამის სამსახურებთან.
** პოტენციური პარტნიორებისა და კლიენტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოებისა და მუდმივად განახლების უზრუნველყოფა;
** არასაავიაციო ბიზნეს განვითარების სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული სახით ანდა კომპანიაში დანერგილი წესებისა თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
** აუქციონების დაგეგმვა და სამართლებრივად სწორი დოკუმენტაციის შედგენა/ მონიტორინგი, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება გაყიდვების ან/და ბიზნეს განვითარების სფეროში.
** ენები: ინგლისური C1.

კონკურსის ეტაპებია:

** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაცია:

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2026 წლის 04 თებერვლის ჩათვლით.

CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე