|
დასახელება:
კერამიკის გამოსაწვავი ღუმელის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
BlueTabla
|
|
გამოქვეყნდა: 29 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
"ბლუტაბლა" არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.
ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას კერამიკის გამოსაწვავი ღუმელის ოპერატორის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორაციულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1500 ლარი
** გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00-18:00; 12:00-21:00 ორივე ცვლაში მონაცვლეობით).
** სამუშაო ადგილი: წერეთლის გამზირი #140 - ყოფილი მაუდის ქარხანა
სამუშაოს აღწერა:
** კერამიკის ღუმელში ჩალაგება და გადმოლაგება
** მზა პროდუქციის შეფუთვა და დასტიკერება
** ხარისხის კონტროლი
მოთხოვნები:
** ფიზიკური მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სიახლეების მარტივად ათვისების უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ფორმა ან გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - career@bluetabla.ge გთხოვთ CV-ის გამოგზავნისას სათაურში მიუთითოთ "ღუმლის ოპერატორი" .
|
|
|
|