Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697633&print=yes&view=jobs
 
უფროსი გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: BlueTabla
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
კომპანია "ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას უფროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული ნახევარი განაკვეთი / სრული განაკვეთი ადგილზე
სამუშაო ადგილი: წერეთლის გამზირი #140 - ყოფილი მაუდის ქარხანა

ბლუტაბლა არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართულ სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. პროდუქციის დასათვალიერებლად გადადით ბმულზე - https://bluetabla.ge/

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის ვიზუალურ იდენტობაზე მუშაობა;
** შეფუთვის დიზაინზე მუშაობა;
** საბეჭდ ფაილებთან მუშაობა;
** მარკეტინგული მასალის დიზაინზე მუშაობა;
** პროდუქტის დიზაინზე მუშაობა.

მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** ტიპოგრაფიაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპანიის ვიზუალურ იდენტობის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობის გამოცდილება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ანაზღაურება და პირობები:

** კონკურენტული ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
** შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV და პორტფოლიო გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - career@bluetabla.ge გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "უფროსი გრაფიკული დიზაინერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია