|
დასახელება:
მომსახურების ხარისხის უფროსი
|
| მომწოდებელი:
BlueTabla
|
|
გამოქვეყნდა: 29 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
"ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ხარისხის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00, კვირაში 5 დღე
"ბლუტაბლა" არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართულ სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. პროდუქციის დასათვალიერებლად გადადით ბმულზე — https://bluetabla.ge/
სამუშაოს აღწერა:
** მომსახურების სტანდარტებისა და გაიდლაინების შემუშავება, როგორც ონლაინ ისე ოფლაინ არხებისთვის;
** ბრენდის საკომუნიკაციო ტონის (Tone of Voice) განსაზღვრა და მისი დანერგვა ყველა საკომუნიკაციო არხში;
** მომსახურებისა და გაყიდვების მიმართულებით ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება;
** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი ადგილზე (მაღაზიებში) და დისტანციურად;
** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა და განხორციელება;
** მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და ანალიტიკური დასკვნების (insights) მიწოდება პროდუქტის განვითარებისა და მარკეტინგის გუნდებისთვის.
მოთხოვნები:
** მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთან ურთიერთობის, მომსახურების ხარისხის ან საცალო გაყიდვების მართვის მიმართულებით;
** მომსახურებისა და გაყიდვების პროცესების სისტემურად ჩამოყალიბების გამოცდილება;
** ტრენინგების ჩატარებისა და გუნდის განვითარების გამოცდილება;
** ძლიერი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის, ასევე პრეზენტაციის უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და მომხმარებლის მონაცემებთან მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ სამუშაო დონეზე.
ანაზღაურება და პირობები:
** კონკურენტული ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
** შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე — career@bluetabla.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: "მომსახურების ხარისხის უფროსი".
|
|
|
|