Робота для біженців з України
საჰაერო და მულტიმოდალური გადაზიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საჰაერო და მულტიმოდალური გადაზიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: GISTI Trans
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"GISTI TRANS" აცხადებს ვაკანსიას საჰაერო და მულტიმოდალური გადაზიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება: 2 წლიდან
მულტიმოდალური და საჰაერო გადაზიდვების ორგანიზება
ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური, რუსული

პროფესიული გამოცდილება, ცოდნა და უნარი:

** მულტიმოდალური და საჰაერო გადაზიდვების ალგორითმების და ორგანიზაციის ეტაპების ცოდნა,
** კანონების და კონვენციების ცოდნა, რომლებიც არეგლამენტირებენ საერთაშორისო მულტიმოდალურ და საჰაერო ტვირთის გადაზიდვებს,
** გადაზიდვის ორგანიზების სპეციფიკის ცოდნა, მოძრავი შემადგენლობის ტიპის და ტვირთის დახასიათების გათვალისწინებით,
** გადაზიდვებისთვის მენარდეს შერჩევის/ძებნის უნარები,
** საქონლის თანმხლები და საქონლის სატრანსპორტო საბუთების ცოდნა,
** გადაზიდვის პროცესში კლიენტის თან ხლების და ინფორმირების გამოცდილება,
** კლიენტის მოთხოვნის გათვალისწინებით, ტვირთის მიწოდების ოპტიმალური სქემის შერჩევის უნარები,
** სადებიტორო დავალიანებასთან მუშაობის გამოცდილება
** საქმიანი ეტიკეტის წესების ცოდნა სატელეფონო საუბრის, მიმოწერის და შეხვედრების დროს

მოვალეობები:

** გადაზიდვის მთელი პროცესის ორგანიზება და კონტროლი მოთხოვნის მიღებიდან ანგარიშის წარდგენამდე
** გადაზიდვის თანხლება მენარდესთან ერთად
** ახალი მენარდეების მოძებნა და მათთან ხელშეკრულებების დადება
** კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება გადაზიდვის, გადახრების, დამატებითი ხარჯების შესახებ
** გადაზიდვის დოკუმენტური თანხლება (საჭირო დოკუმენტაციის შევსება და შემოწმება)
** კლიენტის მოთხოვნის გათვალისწინებით, ტვირთის მიწოდების სტანდარტული და არასტანდარტული სქემების შემუშავება
** ურთიერთობის განვითარება მოქმედ კლიენტებთან
** მუშაობა სადებიტორო დავალიანებასთან
** კომპანიის სააღრიცხვო სისტემებში გადაზიდვის შესახებ მონაცემების შეყვანა
** დადგენილი პერიოდისთვის მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშგების მომზადება

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** შრომის სტაბილური და დროული ანაზღაურება (ხელფასი სრულად "თეთრი", საბანკო ბარათზე დარიცხვით);
** მოტივირების გამჭვირვალე სისტემა;
** კორპორაციული სწავლება;
** კომფორტაბელური ოფისი ფეხით გასასვლელ მანძილზე მარჯანიშვილის მეტროდან;
** მეგობრული კოლექტივი;
** კორპორაციული ღონისძიებები;

პირობები:

** ხუთდღიანი სამუშაო კვირა. 8-საათიანი სამუშაო დღე.
** შემოსავალი = ხელფასი (განისაზღვრება ინდივიდუალურად წარმატებულ კანდიდატთან) + ყოველთვიური პრემია % ოდენობით რეალიზებული გადაზიდვებისგან მიღებული შესავლიდან, ინდივიდუალური გეგმის შესრულებისას.

რეზიუმე გამოაგზავნეთ: hello@gistitrans.ge

ინფორმაცია ჩვენ შესახებ:

GISTI TRANS LLC

https://gistitrans.ge/
https://www.facebook.com/gistitrans/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე