|
დასახელება:
პირადი მძღოლი
|
| მომწოდებელი:
Manamo Home
|
|
გამოქვეყნდა: 29 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის პოზიციაზე ქ. თბილისში
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
** სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე.
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1500 ლარიდან
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მანქანით დირექტორის ყოველდღიური გადაადგილების უზრუნველყოფა უსაფრთხოდ, დროულად და კომფორტულად;
** სტუმრებისა და თანამშრომლების აეროპორტში გაცილება/დახვედრა;
** პასუხისმგებლობაში არსებული ავტომობილის სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის მუდმივი კონტროლი;
** საგზაო შემთხვევის შემთხვევაში სწორი და პასუხისმგებლობიანი რეაგირება — ხელმძღვანელის ინფორმირება და კომუნიკაცია სადაზღვევო კომპანიასთან;
** საწვავისა და სერვისის ხარჯების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** საჭიროების შემთხვევაში გადაადგილება ფილიალებსა და სერვისცენტრებს შორის;
** სამუშაო მოვალეობების ფარგლებში მივლინებების შესრულება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (ხარჯების კომპანიის მხრიდან ანაზღაურებით);
** დებულებით განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება და თანამშრომლობა კომპანიის სხვადასხვა რგოლთან.
რას ველით შენგან:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია პირადი მძღოლის პოზიციაზე);
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება და B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** თბილისის ქუჩების კარგი ცოდნა და ნავიგაციის აპლიკაციების გამოყენების უნარი;
** ავტომობილის საბაზო ტექნიკური ცოდნა (სასურველია);
** უპირატესობა მიენიჭება თურქული ენის მცოდნე კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაცია:
** მივლინებების დროს გადაადგილებასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად ანაზღაურდება კომპანიის მხრიდან;
** სამუშაო გრაფიკი მოქნილია და დამოკიდებულია დირექტორის სამუშაო განრიგზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@manamohome.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: პირადი მძღოლი
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ "Manamo Home" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
|
|
|
|