|
დასახელება:
შემდუღებელი
|
| მომწოდებელი:
ენ კომპანი
|
|
გამოქვეყნდა: 29 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
"ენ კომპანი" არის ქართული კომპანია მეტალის ნაკეთობების დამზადების სფეროში, რომელიც უკვე მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია საწარმოსა და პროდუქციის განვითარებაზე.
ვაკანსიის დასახელება: შემდუღებელი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: რუსთავი
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 2000-3000 ლარი (გამოცდილების მიხედვით);
** კვება;
** ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება;
** თანამედროვე სამუშაო გარემო და ინვენტარი.
სამუშაო გრაფიკი:
** ორშაბათი-შაბათი
** 09:00-18:00
მოვალეობები:
** წინასწარ გამზადებული მეტალის ნახევარფაბრიკატების შედუღება;
** სამუშაოს შესრულება ტექნიკური ნახაზების მიხედვით;
** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** შემდუღებლად მუშაობის გამოცდილება ან/და სხვადასხვა დაზგებთან და ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება;
** ხელმარჯვეობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და კეთილსინდისიერება.
დაინტერესების შემთხვევაში:
სასურველია გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე ან მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: encompany1984@gmail.com
|
|
|
|