Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697595&print=yes&view=jobs
 
უმცროსი აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი აუდიტორი
მომწოდებელი: აუდიტორული კომპანია TMC
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
აუდიტორული კომპანია "TMC" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი აუდიტორის პოზიციებზე.

ფინანსური აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება, რაც გულისხმობს:

** ფინანსური ინფორმაციის შეგროვებას;
** ბუღალტრულ ოპერაციებში არსებული უზუსტობების იდენტიფიცირებას ფინანსურ ინფორმაციასთან, მათ შორის პირველად დოკუმენტებთან მიმართებაში;
** ცხრილების მომზადებას MS Excel-ში;
** გამოვლენილი ხარვეზების განხილვას ხელმძღვანელ პირებთან;
** კვალიფიკაციის შესაბამისად ფინანსური დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულებას.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში.

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს შესრულების სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10-დან 19 საათამდე;
გამოსაცდელი პერიოდი: მაქსიმუმ 6 თვე;

ანაზღაურება (ხელზე) კომპეტენციისა და უნარების მიხედვით:

** I პოზიცია: 1, 800 ლარიდან;
** II პოზიცია: 1, 600 ლარიდან;
** III პოზიცია: 1, 400 ლარიდან.

და დამატებით ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: info@tmcgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "უმცროსი აუდიტორი" (წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება).

ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.

გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.

გაცნობებთ, რომ კომპანია ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ასევე შეიძლება დამუშავდეს, რათა დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა მომავალი ვაკანსიებისთვის. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში. თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემების შეცვლა ან წაშლა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

კომპანია კანდიდატის შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების და თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისად და გამორიცხავს პირთა დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია